მუქი გამონაბოლქვის მქონე ავტომანქანებს ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დააჯარიმებენ – კანონპროექტი

მუქი გამონაბოლქვის მქონე ავტომანქანებს ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დააჯარიმებენ – კანონპროექტი

ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც მუქი ფერის, შეფერილი გამონაბოლქვი აქვს, შესაძლოა ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დაჯარიმდნენ, – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მას დღეს, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შემოწმებას ვერ გაივლის ავტომობილი, რომელსაც უფიქსირდება ვიზუალურად ხილული შავი, ლურჯი ან ნაცრისფერი გამონაბოლქვი.

კანონპროექტის თანახმად, ახლებურად განისაზღვრება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 119-ე მუხლის მე-3 ნაწილი და მას ვიზუალური დათვალიერების კომპონენტი ემატება.

„პროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაბოლქვში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას ან ვიზუალური დათვალიერების ტესტის შედეგად აღმოაჩნდება შეფერილი გამონაბოლქვი, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

ვიზუალური დათვალიერების ტესტი გულისხმობს ავტომობილის შემოწმებას ძრავის უქმის სვლის რეჟიმში 5 წამის განმავლობაში, ან ავტომობილის შემოწმებას ძრავის წუთში 2 500-3 000 ბრუნზე მუშაობისას.

გარდა ამისა, 119-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტის, მე-2 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში იზრდება ჯარიმის ოდენობაც. კერძოდ, ამ სამართალდარღვევის მესამედ და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირისთვის 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდმეწარმის შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები

Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას…

Galt & Taggart-ი მოელის, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე შეამცირებს, ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში არის…
ევროზონაში ინფლაცია შემცირდა

ევროზონაში ინფლაცია შემცირდა

ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან…
სააღდგომოდ, საქართველოში დამატებითი შიდა ფრენები ინიშნება

სააღდგომოდ, საქართველოში დამატებითი შიდა ფრენები ინიშნება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით, დამატებით, 8 ავიარეისს ნიშნავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი ავიარეისები…